Wednesday, October 7, 2009

ჩაშლილი აუქციონი


24 აგვისტოს”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის”ლიდერის, ნინო ბურჯანაძის კუთვნილ წყნეთის აგარაკს ყადაღა დაედო,ხოლო 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ მისი გაყიდვის ნებართვა მიიღო(გაზეთი”კომერსანტი”).სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების საწყის ფასად 11 494 249 ლარი გამოცხადდა.ქონება იუსტიციის სამინისტროს,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა(”ბაბაჯანა.ქომ”).
7 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრში, აგარაკის აუქციონი დღის 12 საათზე უნდა დაწყებულიყო.თუმცა აგარაკს შეძენის მსურველი არ გამოუჩნდა და მასზე ხელახალი აუქციონი ნახევარ ფასად გამოცხადდა.თუ მომდევნო 14 დღის განმავლობაში ქონებას მფლობელი არ გამოუჩნდა, მას ავტომატურად სახელმწიფო განკარგავს.
2008,8 მაისის პრეზიდენტის განკარგულებით,უძრავი ქონება(საერთო ფართი(31 696კვ/მ) ბურჯანაძემ სიმბოლურ ფასად-1ლარად შეიძინა.ასეთი საჩუქარი მან ”საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიიღო(სააგენტო”პირველი”).
”ფაქტ.ჯი”,”ფაქტნიუსი”,”ჯორჯია თუდეი”,ტელეკომპანიები:”აჭარა”და ”პირველი არხი” მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციით შემოიფარგლა.მაყურებელმა უფრო ვრცლად ეს”ინფორმაცია”იმედისა”და ”რუსთავი-2-ის”საინფორმაციო სამსახურებისგან შეიტყო.ორივე არხმა აქცენტები სხვადასხვა მიმართულებით დასვა.”რუსთავი-2-ის”სიუჟეტის ავტორმა აქცენტი ნინო ბურჯანაძის კომენტარზე გააკეთა,სადაც აღნიშნა,რომ ”ბიბისის”22 წუთიან, პოპულარულ თოქ-შოუ ”ჰარდ თოქში ”წამყვანმა საქარათველოს პრეზიდენტს არა ერთხელ უწოდა დიქტატორი.ჟურნალისტმა ინფორმაცია გადაამოწმა,თუმცა რელობა ისეთი არ აღმოჩნდა,როგორც ოპოზიციის ლიდერმა გაახმოვანა.იმედზე გასულ სიუჟეტში კი-მთავარი დრო აღწერილი, წვრილმანი საოჯახო ნივთებისა და ავეჯის ჩამონათვალს დაეთმო,მაგალითად:1396 ლარად იყო შეფასებული ბილიარდის მაგიდა,2415,28 ლარად”არისტონის”მაცივარი,1031,20-ტორშერი,2267,40-ტელეფონის მაგიდა,486-3 ცალი სურათის ჩარჩო...აქვე აღნიშნა რომ ეს ყოველივე სახელმწიფო ქონებიდან იყო შეძენილი.

No comments: