”აქ გავიზარდეთ”- ასე ქვია იმ გამოფენას, რომელიც 23 ოქტომბერს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა.
ორგანიზატორებმა გამოფენა საგანგებოდ გალერიის 40 წლის იუბილეს დაამთხვიეს.
გამოფენის ორგანიზატორის მარინა თაბორიძის განცხადებით: ”ფონდებიდან ამოვარჩიეთ 100 ადამიანი, რომლებიც დღეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები არიან”.
რუსუდან ფეტვიაშვილი, თამარ კვესიტაძე, ნუცა კუხიანიძე ნინო კოვზირიძე (ნინი ქეი), ლაშა ბუღაძე, აკა მორჩილაძე, თათა ვარდანაშვილი, ნუცა შანშიაშვილი, რატი დურგლიშვილი - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ გალერიის ხატვის ჯგუფებში სწავლობდნენ.
გამოფენილი იყო ამ ადამიანების ბავშვობის ნახატი და ბავშვობის ფოტო. ასევე წარმოდგენილი იყო ამ ადამიანების შემოქმედება.
საგამოფენო დარბაზში მონიტორზე ტრიალებდა მოწვეული სტუმრების ბავშვობის ნახატები.
”ჩემი მიზანი იყო ასე ერთად შემეკრიბეთ და გამეხსენებინა თქვენი ბავშვობა”- განაცხადა გალერიის დირექტორმა ლია გორგაძემ.
ბავშვობის ნახატების ხილვამ, რამდენიმე საათით ყველა მართლაც ბავშვობაში დაბრუნდა. კითხვაზე , თუ როგორ ახსენდება გალერეაში გატარებული პერიოდი, სკოლის ფორმაში ჩაცმულმა თათა ვარდანაშვილმა გვიპასუხა:”ეს იყო ყველაზე საინტერესო და ბედნიერი ხანა ჩემი ცხოვრებისა. ჩემს დღევანდელ განწყობას კი ჩემი ჩაცმულობა ავლენს.”
საღამომ სასიამოვნო მუსიკის ფონზე, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.







No comments:
Post a Comment