ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსესხებლებს გაუჭირდათ ბანკიდან აღებული კრედიტების დაფარვა. ”კრედიტ ინფოს” მონაცემებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, ვადაგადაცილებული და დაუბრუნებელი სესხების რაოდენობა 156’393-ია, რაც საერთო რაოდენობის 28%-ს შეადგენს.http://www.creditinfo.ge/news_ge.html#ancor6
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, ბანკების მხრიდან უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ. ერთი შეხედვით ამაში ალოგიკური და უკანონო არაფერია. ვინაიდან თუ გირავნობის ხელშეკრულება კანონიერია(კანონის დაცვითაა შედგენილი) და მსესხებელი გადახდისუუნაროა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევეში, ბანკს აქვს მისი ქონების განკარგვის უფლება.
სულ სხვა სიტუაციაა მოძრავ ქონებასთან მიმართებაში(სასაქონლო მარაგები, საოჯახო ტექნიკა, ავტომობილი და სხვა). ვინაიდან, ზოგ შემთხვევაში დამგირავებელს არ აქვს მათი უფლებრივი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, საინტერესოა ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობას მსესხებელსა და გამსესხებელს შორის.
სესხის გაცემის პროცედურებს საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამ უკანასკნელს თითოეული ბანკი ინდივიდულალურად განსაზღვრავს(ზოგადი პრინციპები და ნორმატივები მოცემულია კანონში ”კომერციული ბანკების შესახებ”)http://nbg.gov.ge/uploads/legalacts/nbg1.4.3lawactivitiesofcombanks.pdf.
ზოგადად კი პროცედურა შემდეგი ეტაპებისაგან შედგება: სასესხო განაცხადის მიღება, მსესხებლის ფინანსური და ქონებრივი ინფორმაციის მოძიება, განაცხადის გატანა-დამტკიცება საკრედიტო კომიტეტზე, სასესხო და საგირავნო-იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმება და სესხის გაცემა.
ქონების ჩამონათვალი რეალურად მსესხებელის საკუთრებაში არ არის. ის, რომ მსესხებელი არაკეთისინდისიერი აღმოჩნდა და მან არარსებული საოჯახო ტექნიკა და აქსესუარები მიუთითა გირავნობის ხელშეკრულებაში, საქმის ერთი მხარეა. თუმცა, მეორე მხრივ, იბადება შეკითხვა: რატომ არ დარწმუნდა კრედიტ ოფიცერი აღნიშნული გირავნობის ობიექტები ნამდვილად იყო თუ არა მსესხებლის საკუთრებაში? ფიზიკური პირი ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, პირადი ქონებით არის პასუხისმგებელი.
აღნიშნული ხელშეკრულება დღემდე დავის საგანია. საქმე საარბიტრაჟო სამსახურს გადაეცა. თუ რამდენად აქვს ბანკს მსგავსი გირავნობის ხელშეკრულებით მსესხებელს მოთხოვოს ან ჩამოართვას გირავნობის ობიექტები, არბიტრი გიორგი დინგაშვილი ამბობს: ”მოთხოვნის უფლება ბანკს ყოველთვის აქვს, მაგრამ გარანტია ეს უკვე მეორე საკითხია. ჩვენ გავცემთ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მსესხებელს ევალება საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების შესრულება. აქ არბიტრაჟის კომპეტენცია წყდება და ბანკმა თავად უნდა აამუშაოს თანხის ამოღების მექანიზმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260/1 მუხლში წერია, რომ ”დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე, მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.” როგორც დღეს მსესხებელი ამბობს, მას არ აქვს პირადი აქტივები და სესხის გადახდას ვერანაირად ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს ბანკმა?
კომპეტენტური აზრის მისაღებად მივმართეთ ”საქართველოს ბანკების ასოციაციის” პრეზიდენტის მოადგილეს - გოგიტა ცუცქირიძეს. მისი თქმით,”თუ არ აქვს არანაირი აქტივი და სასამართლომ ცნო გადახდისუუნაროდ, ეს არის დაკარგული სესხი და ბანკმა უნდა ჩამოწეროს თავის მოგებიდან.” ზემოთ ხსენებული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ კრედიტ ოფიცერის დაუდევრობაზე, რადგან მსესხებლის განცხადებით მას ადგილზე არ აღუწერია გირავნობის ობიექტები. ხელშეკრულება შედგა ზეპირი გასაუბრებით. კრედიტ ოფიცერმა ისე წარადგინა განაცხადი საკრედიტო კომიტეტზე, რომ სესხი დამტკიცდა. ამას შედეგი ადასტურებს. გოგიტა ცუცქირიძე თეორიულ დაშვებას აკეთებს, საერთოდ კი ასეთ შემთხვევებს რეალობაში გამორიცხავს: ”ცალკეული კრიმინალისტური შემთხვევები კრიმინალისტებს მივანოთ. თუ ვიღაც ოფიცერმა ეგეთი მახინაცია ჩაიდინა, ეს არის წმინდა კრიმინალი, რომელიც გამოსაძიებელია. ერთეულ შემთხვევებს ვერსად ვერ გამორიცხავ, მაგრამ ის, რომ ეს არის ტენდენცია პრინციპულად და კატეგორიულად გამორიცხულია.”
იმის საპასუხოდ რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები, გასული წლის მონაცემებით შპს ”შალვა ქურდაძე და კომპანია”- მუდმივმოქმედი არბიტრაჟის წევრის განცხადებით, ასეთი თვეში 3-4 საქმე შედის.
ზოგადად კი არავინ უარყობს პრობლემური სესხების ზრდის ტენდენციას(http://nbg.gov.ge/index.php?m=404).
ვადაგადაცილებული სესხების უმეტესობა მიკრო, ექსპრეს და სამომხმარებლო სესხებია. გამოიკვეთა, რომ დარღვევები არც თუ ისე იშვიათია და ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მსესხებლის არაკეთილსინდისიერებასთან ერთად, ბანკის მხრიდან არასათანადოდ შედგენილი ხელშეკრულებებია. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სესხის გაცემისას ბანკები აქცენტს აკეთებენ რაოდენობაზე და არა ხარისხზე. შედეგი კი დაუბრუნებელი სესხებია.
აუცილებელია გირავნობის ხელშეკრულებას თან ერთვოდეს ”გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა” - განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის გ პუნქტში (”კანონი რეგისტრირებული გირავნობის შესახებ”).
კითხვაზე რამდენად აუცილებელია ქონების დეტალური აღწერა გირავნობის ხელშეკრულებაში ”თი-ბი-სი” ბანკის საკრედიტო ექსპერტმა ილონა მიქაიამ გვპასუხა: ”დოკუმენტაციას, რა თქმა უნდა, ვითხოვთ ეს არის პირველადი და აუცილებელი”
ჩვენს რეალობაში კი არსებობს ისეთი ფაქტები, რომელიც ამ კანონს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ხელშეკრულებაში (”საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ”) მე-3-ე პუნქტში (კრედიტის უზრუნველყოფა) მითითებულია: ”მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად მსესხებელი აგირავებს შემდეგ ქონებას: უზრუნველყოფის საგანი და მესაკუთრე: ---------_ის საოჯახო ნივთები: ტელევიზორი-”სამსუნგი”, მაცივარი-”ელჯი”, დივიდი, მუსიკ. ცენტრი, პერსონალური კომპიუტერი, მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებლის გარნიტური, სამზარეულოს გარნიტური”.
No comments:
Post a Comment