ამ სათაურით დაიბეჭდა ბროშურა, რომელიც დევანდელი, ე.წ. მეოთხე ხელისუფლების მხილებასა და მანკიერი მხარეების გამოაშკარავებას ეძღვნება.
ბროშურას წინასიტყვაობად ილია ჭავჭავაძის მოსაზრება აქვს წამძღვარებული: ”იმ გაზეთს, რომელსაც აქვს თვისის ღირსების ცნობა, თვისი პატივისცემა და თვისი კეთილშობილური თავმოწონება, იგივე ღირსებით, იმავე პატივისცემით უნდა მოექცეს ყოველს კერძო პირს და ყოველს საზოგადოებას.”
”ქართუ ჯგუფის” მიერ შეგროვებული ყველა მასალა, სხვადასხვა დროს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. რას ემსახურებოდა გაზეთების, ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია ბიძინა ივანიშვილისა მისამართით, ამის დასადგენად ”ქართუ ჟგუფმა” ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა.
ბროშურის პირველ თავში მოკლედ არის საუბარი, იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რომელსაც გაზეთ ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ხელმძღვანელობა და ზოგიერთი ჟურნალისტი ეწევა. განმარტებულია ის სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ”ქართუ ჯგუფი” ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს:
1. დაშანტაჟებისა და ”მხილების” მცდელობები
2. დაუფარავი მინიშნებები - გადაიხადეთ ფული
3. რეკეტის მსხვერპლთა აღიარებები
დეტალურადაა აღწერილი, როგორ ცდილობდნენ ჟურნალსტები ბიძინა ივანიშვილის საქმიანი რეპუტაციის შელახვასა და პიროვნული თვისებების დაკნინებას.
სიზუსტისთვის მოყვანილია ციტატები, ამონარიდები გაზეთებიდან. აქვეა აღნიშნული, რომ ”ქართუ ჯგუფი” არ აპირებს რაიმეს მტკიცებას უარგუმენტებოდ... ასეთი რმ ჩვენთვის მიუღებელია. ეს ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ხელწერაა და მას კატეგორიულად ვემიჯნებით.”
”ქართუ ჯგუფი” ღიად საუბრობს იმ ფაქტზე, რომ ბადრი პატარკაციშვილი რეგულარულად აფინანსებს ”ალია-ჰოლდინგს” და ამით ყიდულობს სიმშვიდეს. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას ”ქართუ ჯგუფი” კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს (”ჩვენ დაგვიკავშირდნენ პიროვნებები, რომლებიც ადასტურებენ”...). თავის მხრივ კი ”ალიას” ”მედიის პროფესიული სტანდარტების” დარღვევაში ადანაშაულებს. ღიად ამხელს მანკიერი მეთოდების გამოყენებაში შემდეგი ქვესათაურებით:
1. მუქარა და აგრესია
2. სათაურებით მანიპულირება: რაც სათაურშია - ტექსტში არ არის
3. ტერმინოლოგია და წყაროები
4. ხელოვნურად შექმნილი ქაოსი, ანუ ეშმაკი ფეხს მოიტეხს
5. ჩემი შენ გითხარიო
6. წინააღმდეგობრივი პარალელები
თითოეულში ძალიან საინტერესოდაა შეჯერებული, გაზეთიდან მოყვანილი ციტატები და ”ქართუ ჯგუფის” არგუმენტირებული პასუხები.
ბროშურაში დაბეჭდილია ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის განცხადება სახელწოდებით ”გვეკამათეთ არგუმენტებით და არა - აბსტრაქტულად”.
გამოქვეყნებულია ქართული მედიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებების ნეგატიური კომენტარები ბიძინა ივანიშვილისა და ”ქართუ ჯგუფის” მისამართით.
მე-7 თავის სახელწოდებაა ”ვამხელთ ”ალია-ჰოლდინგს!” ამ თავში მოყვანილია 4 კონკრეტული ფაქტის დეტალური განხილვა.
დანართის სახით დაბეჭდილია, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რათა მკითხველმა თავად გააკეთოს ობიექტური დასკვნები.
ბროშურა თბილისში, 2008 წელს გამოიცა და სულ 140 გვერდს მოიცავს. მასში ანონსის სახით წერია, რომ შეგროვებული კომპრომატები არასრულადაა წარმოდგენილი, რის გამოც კიდევ დაიბეჭდება ბროშურის ახალი ვარიანტი სახელწოდებით: ”ალია” და ”კვირის ქრონიკა” - სიცრუის მანქანის ფლაგმანი”.
No comments:
Post a Comment