30 მაისს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. საარჩევნო სიებში ცდომილებები საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების ძირითადი პრობლემაა. არჩევნებში ჩართული ნებისმიერი სუბიექტი ამ დარღვევების აღმოფხვრას საკუთარი მეთოდებით ცდილობს. მიუხედავად ამისა საკითხი გადაუჭრელი რჩება.
პრობლემის მოუგვარებლობის ერთერთი მიზეზი, იმ პირთა სიაა რომლებიც საცხოვრებელ ადგილებს იცვლიან მაგრამ რეგისტირებულნი კვლავ ძველ მისამართზე რჩებიან.
ცესკოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი ჯული გიორგაძის განცადებით: ”იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბინის მესაკუთრეებმა რეგისტრაციიდან მოხსნეს - 12 200-ია.”
ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ჯამბურიძე გოდერძი აკაკის ძე, რომელიც სამოქალაქო რეესტრის ისანი - სამგორის რაიონის ნომერ 142 - ე ბრძანების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოიხსნა.
სამოქალაქო რეესტრში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განცხადების შეტანა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, თუ ეს პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
სამოქალაქო რეესტრს სწორედ ამ განცხადებით მივმართე, რათა ეს პიროვნება ჩემს საკუთრებაში არსებული ბინიდან მომეხსნა რეგისტრაციიდან.
ამისათვის წარვადგინე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ ბინა ნამდვილად ჩემს საკუთრებაშია. სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლის, ილია ღარიშვილის განცხადებით: ”იმისათვის, რომ პიროვნება მოიხსნას რეგისტრაციიდან, აუცილებელია სამი მეზობლის ხელმოწერა, რომ აღნიშნული პირი ნამდვილად არ ცხოვრობს ამ მისამართზე.”
შედგა საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ისანი - სამგორის რაიონის სამსახურის უფროსმა დავით ჩაკვეტაძემ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამ ბრძანების თანახმად მოქალაქე ჯამბურიძე გოდერძი აკაკის ძე მოხსნილია რეგისტრაციიდან და სათანადო ცვლილება უნდა შევიდეს მონაცემთა ბაზასა და ფორმა 1 - ში.
ცესკოს მონაცემებით 177 - მა ადამიანმა უკვე გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, მათ ამის საშუალება 14 მაისამდე ჰქონდათ.
რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. აქედან გამომდინარე 12 000 ამომრჩეველი და მათ შორის გოდერძი ჯამბურიძე 30 მაისს ვერ მიიღებს მონაწილეობას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. საწინააღმდეგო ფაქტი ჩაითვლება დარღვევად.
მანანა ნოზაძე
GIPA
2010
No comments:
Post a Comment