Sunday, October 25, 2009

”თბილისური ავანგარდი”


საქართველოს ეროვნული მუზეუმი ძმებ კირილე და ილია ზდანევიჩების შემოქმედებას მასპინძლობს.

გამოფენა 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.აქ წარმოდგენილი 50-ამდე ნამუშევარი
”კლუბ ილიაზადის” პრეზიდენტ, ფრანსუა მერესა და
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში იყო დაცული.


დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს: ილია ზდანევიჩის შავი მუშამბის ყდიანი დღიური, რომელშიც აღწერილია ნიკო ფიროსმანის აღმოჩენის ისტორია (ძმები ზდანევიჩები ფიროსმანის ნამუშევრების პირველი კოლექციონერები იყვნენ); შანელის სახლისთვის შექმნილი ესკიზები. ექვთიმე თაყაიშვილის წერილი მიწერილი ილიასადმი.


აქვე წარმოდგენილია კირილე ზდანევიჩის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ნამუშევართა ნაწილი აქამდე არასოდეს ყოფილა საქართველოში წარმოდგენილი.

აქვე იხილავთ ზდანევიჩების ოჯახურ ფოტოებსა და მათ საცხოვრებელს (ზდანევიჩები ცხოვრობდნენ აგურის შესახვევი #13, რომელიც მოგვიანებით ბაქრაძის #13 გადაკეთდა).

აღსანიშნავია, რომ პოლონური წარმოშობის ძმებს ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ  გენიალურ მხატვარ პაბლო პიკასოსთან.

ცნობილია,რომ ერთერთ პარიზულ ატელიეში გამოფენილი კირილე ზდანევიჩის სურათი პიკასომ შეაფასა კედელზე მინაწერით: ”5+ პიკასო”.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი.

ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ

















აქ გავიზარდეთ”- ასე ქვია იმ გამოფენას, რომელიც 23 ოქტომბერს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა.
ორგანიზატორებმა გამოფენა საგანგებოდ გალერიის 40 წლის იუბილეს დაამთხვიეს.

გამოფენის ორგანიზატორის მარინა თაბორიძის განცხადებით: ”ფონდებიდან ამოვარჩიეთ 100 ადამიანი, რომლებიც დღეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები არიან”.
რუსუდან ფეტვიაშვილი, თამარ კვესიტაძე, ნუცა კუხიანიძე ნინო კოვზირიძე (ნინი ქეი), ლაშა ბუღაძე, აკა მორჩილაძე, თათა ვარდანაშვილი, ნუცა შანშიაშვილი, რატი დურგლიშვილი - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ გალერიის ხატვის ჯგუფებში სწავლობდნენ.

გამოფენილი იყო ამ ადამიანების ბავშვობის ნახატი და ბავშვობის ფოტო. ასევე წარმოდგენილი იყო ამ ადამიანების შემოქმედება.
საგამოფენო დარბაზში მონიტორზე ტრიალებდა მოწვეული სტუმრების ბავშვობის ნახატები.
”ჩემი მიზანი იყო ასე ერთად შემეკრიბეთ და გამეხსენებინა თქვენი ბავშვობა”- განაცხადა გალერიის დირექტორმა ლია გორგაძემ.

ბავშვობის ნახატების ხილვამ, რამდენიმე საათით ყველა მართლაც ბავშვობაში დაბრუნდა. კითხვაზე , თუ როგორ ახსენდება გალერეაში გატარებული პერიოდი, სკოლის ფორმაში ჩაცმულმა თათა ვარდანაშვილმა გვიპასუხა:”ეს იყო ყველაზე საინტერესო და ბედნიერი ხანა ჩემი ცხოვრებისა. ჩემს დღევანდელ განწყობას კი ჩემი ჩაცმულობა ავლენს.”
საღამომ სასიამოვნო მუსიკის ფონზე, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

Thursday, October 22, 2009

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული თბილისში

 







თბილისში იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დაიწყო, რომელის ფარგლებში, ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა იგეგმება.


კვირეულში წარმოდგენილი იქნება: სპირო შიმონეს მძაფრი ირონიით გაჟღენთილი ნაწარმოებები: ”დღესასწაული” და ”კონვერტი”. აქვე შეუძლია მაყურებელს იხილოს, დრამატურგისა და მსახიობის, ფაუსტო პარავიდინოს პიესა - ”ორი ძმა - 53 დღიანი ტრაგედია ოთახისთვის” , მწერალ ჯონათან ლევის - ”სხეულთა ვარდნა” და ფაუსტო პარავიდინოს პიესა ”ნატურმორტი თხრილში”. სპექტაკლები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე იქნება წარმოდგენილი, იტალიურ და ქართულ ენაზე.
იტალიის საელჩოს კულტურის ატაშემ - როზალია კორადომ განაცხადა: ”ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ერთობლივი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით წელს, რადგან ეს არის წინაპირობა სამომავლო პროექტისა, რის ფარგლებშიც იგეგმება ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა.
დღეს წარმოდგენილი იყო, სპირო შიმონეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ”კონვერტი”, რომლიც მკვეთრად პოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებია. ის ინდივიდსა და ძალაუფლებას შორის კავშირზე გვიამბობს. რეჟისორი გიორგი ხარებავას თქმით, რეჟისორებს სულ რაღაც 2-3 კვირა ქონდა იმისათვის, რომ სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარედგინათ: ” არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა სულაც არ იყო ისეთი რთული, როგორც წარმომედგინა. პირიქით ძალიან საინტერესოც კია”-განაცხადა მან.
სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელს მარჩელა ბანიონს, აქამდე მხოლოდ სკოლის თეატრში უთამაშია,თუმცა როგორც თავად აღნიშნა:” მართლაც ძალიან სახალისო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა და რაც მთავარია როლები მოვარგეთ ჩვენს პიროვნებებს”. კითხვაზე აპირებს თუ არა მსახიობობას, პასუხობს, რომ უკვე ძალიან გვინია მისთვის პროფესიის შეცვლა, მაგრამ ასეთ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.


ფესტივალი 25 ოქტომბერს დენის რაბალიას ფილმით ”მარჩელო მარჩელო” დაიხურება. კინოჩვენება იტალიურ ენაზე იქნება (ქართული სუბტიტრებით). ვისაც იტალიური ხელოვნება და შემოქმედება უყვარს, ეს კვირა ნამდვილად მათთვისაა.

Tuesday, October 20, 2009

"3 ტენორი”-”იავნანას” მორიგი საქველმოქმედო კონცერტი




20 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა”, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს. ცნობილ ქართველ ტენორ, ბადრი მაისურაძესთან ერთად, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები-მარკო ბერტი და პიერო ჯულიაჩი, მსოფლიოში აღიარებული პროექტით-“3 ტენორი” წარსდგებიან.

2008 წლის 13 აგვისტოდან ფონდი “იავნანა”, თავის მხარდამჭერებთან ერთად, რეგულარულად ეხმარება აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებსა და 123 დაობლებულ ბავშვს .სასწავლო დაწესებულებებში დროებით დაბინავებულ დაზარალებულ ოჯახებს ამარაგებს საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. მართავს კონცერტებს ბავშვებისათვის, რომლებშიც მონაწილეობდნენ-მედეა ჩახავა, კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე, რეზო ჩხიკვიშვილი, ლევან უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი, გურამ საღარაძე, ეკა მამალაძე და ა.შ.

აქციასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პაატა ბურჭულაძემ იმ საქველმოქმედო პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობას მარკო ბერეტი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული იტალიელი ტენორი და პიერო ჯულიაჩი, ნიუ-იორკის პუჩინის ფონდის კონკურსის ლაურეატი და ბადრი მაისურაძე მიღებენ.

"ქართველი მაყურებლისათვის შესრულდება ცნობილი და საყვარელი არიები, რომლებშიც იტალიელებს ვერავინ შეედრება”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მარკო ბერტის თქმით: “მე და პაატა ძალიან ახლო მეგობრები ვართ, დიდი ხანია თვალ-ყურს ვადევნებ ფონდის საქმიანობას, ასეთი საქველმოქმედო აქციები სხვა ქვეყნებშიც იმართება. ჩვენთვის არ არსებობს არც საზღვრები და არც პოლიტიკა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ეს შესანიშნავი კონცერტები მივუძღვნათ ბავშვებს, რომელთაც დახმარება ჭირდებათ.” პიერო ჯულიაჩიმ გულღიად ისაუბრა ჟურნალისტებთან იმის შესახებ, თუ როგორ მოინახულა ოჯახით სიმსივნით დაავადებული ბავშვები იტალიაში და გადასცა მათ საჩუქრები. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა აზრის არის პაატა ბურჭულაძე სხვა ალტერნატიული ფონდების შექმნაზე, ადრესატმა უპასუხა: “არაფერია იმაზე სასიხარულო თუ შეიქმნება ბევრი კარგი ფონდი, რომელიც დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, ჩვენ პირიქით, დავეხმარებით და გზას ვუჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოიპოვონ მათ ხალხის ნდობა და სიყვარული.”

"ამ კონცერტიდან მაყურებელი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს და მინდა ვთქვა, როგორც ტენორმა ტენორზე, ჩვენი სტუმრები მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან.”-განაცხადა ბადრი მაისურაძემ.

2008 წლის სექტემბერში პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა მოსკოვში დაგეგმილი საიუბილეო სოლო-კონცერტის გამართვაზე, ნაცვლად ამისა მან თბილისის სპორტის სასახლეში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აქცია გამართა. ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის “რექვიემს” გამოჩენილი ვარსკვლავები ასრულებდნენ. აქციის შედეგად გრძელვადიანი, ყოველთვიური დახმარება დაენიშნათ ომის დროს დაობლებულ 123 ბავშვს, 4 ოჯახის საჩუქრად გადასცეს საკუთარი სახლი და 7 წლის დიტო რაზმაძე, რომელმაც გორის დაბომბვის დროს დაკარგა ფეხმძიმე დედა და მამა, ფონდ “იავნანას” შვილობილი გახდა.

20 ოქტომბრის აქციით შემოსული თანხა აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მოხმარდება. ამჯერად 7 შვილის დედა, ლალი ლოხიშვილი დასაჩუქრდება ბინით. კონცერტი ტელემარათონის ფორმით წარიმართება ტელეკომპანია “მზე”-ზე და “I სტერეო”-ზე. აქციაში მონაწილეობა ტელემაყურებელსაც შეეძლება, ნომერი 30-30 ქველმოქმედების მსურველი ყველა ადამიანისათვის ჩართული იქნება. პაატა ბურჭულაძემ მადლობა მოახსენა ჟურნალისტებს მხარდაჭერისათვის და განუცხადა: “ მე ყველგან, მთელ საქართველოსთან მაქვს ერთი გზავნილი-"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.”

Friday, October 9, 2009

Thursday, October 8, 2009

რა შემთხვევაში არღვევს ბანკი კანონს?


ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსესხებლებს გაუჭირდათ ბანკიდან აღებული კრედიტების დაფარვა, რამაც გამოიწვია ურთიერთობის უკიდურესი დაძაბვა. ბოლო დროს ხშირად ისმის ინფორმაცია უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ. ლოგიკურია, რომ ბანკს ჭირდება შემოსავალი და შესაბამისად კრედიტ ოფიცრებს ავალდებულებენ ე.წ. ”გეგმის’’ შესრულებას(კრედიტ ოფიცერის კომენტერი- ”იძულებულია აქცენტი გააკეთოს შემოსავალზე”). იმისთვის, რომ კრედიტ ოფიცერმა ბანკს მოუტანოს მეტი შემოსავალი,თან რაც შეიძლება მოკლე ვადებში, სესხისთვის უზრუნველსაყოფ დაგირავებული ქონების, აღწერას პროცედურების დარღვევით ახდენს(ძირითადად მიკრო სესხების შემთხვევაში), კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით(აქ ჩაისმება ციტატა--”კანონი საჯარო რეესტრის უძრავი და მოძრავი ონებაძე რეგისტრაციის შესახებ კანონი”)რა შემთხვევაშიც სესხის გაცემის რისკის დონე მაღლა იწევს. კანონით უნდა შედგეს აქტი, სადაც დეტალურად უნდა აღიწეროს სასაქონლო მატერიალური მარაგი, რომელზეც აუცილებლობის შემთხვევაში ბანკს ექნება მისი განკარგვის უფლება, თუმცა ამას აქვს ცივილური ფორმა(ამას წყვეტს სასამართლო არბიტრი)კომენტარზე უარი განაცხადა. დაუშვებელია ის ფაქტი, რომელიც ჩვენს რეალობაში გვხვდება(სახლში შევარდნა და მუქარა) აქ ჩაისმება კრედიტ ოფიცერის კომენტარი.იმ შემთხვევებში თუ ვალი ბანკს არ უბრუნდება(რიგი მიზეზების გამო) დაემუქრა მისვლით და ქონების ჩამორთმევით თუმცა ვერაფერი წაიღო - კლიენტის კომენტარი) .
,სწორედ აქ ვხვდებით მთავარ პრობლემას,მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში გაუთვითცნობიერებულია საკუთარ უფლებებში(რაც ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში წერია) მასზე კრედიტ ოფიცერი ახდენს ზეწოლას (მიდის მსესხებელთან და თანხის სანაცვლოდ მსესხებელს ემუქრება). ამის რეალური ფაქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და ეს კანონდარღვევაა.

რობერტ სიმონსისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა





robert-simonsi.jpg
სასტუმრო ”ქორთიად მარიოტში” ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებას შეეხო. (”ტელეკომპანია აჭარა”). შეხვედრამდე ედპ-ს თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ნატოსა და დასავლეთისკენ ორიენტაცია, მანამ რუსეთის მხრიდან იარსებებს პროვოკაციების საფრთხე, ვინაიდან რუსეთს არ უნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დეფიციტის გარდა ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის ბარიერი რუსეთის აგრესიაა, აღნიშნული ბარიერი საქართველომ დასავლელი მეგობრების დახმარებით უნდა გადალახოს, ვინაიდან ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია (“ფაქტნიუსი”).
შეხვედრას 17 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო(”რუსთავი-2”). არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ეწრებოდა: “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, “კონსერვატორი” კახა კუკავა, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ეკა ბესელია, “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, (სააგენტო”პირველის” მონაცემებით კი სიმონსი მოგვიანებით პირადად შეხვდა მას),მოძრაობა “თავისუფლების” წევრი სანდრო ბრეგაძე, “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი კაკო ასათიანი, პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წევრი ზურაბ ტყემალაძე, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ხოლო საპარლამენტოდან: “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი, ბაღათურია (”მაინიუს.ჯი’’).შეხვედრას არ დასწრებია:ალიანსი საქართველოსთვის , ახლები და რესპუბლიკელები.ხანგრძლივი დისკუსია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. განცხადებები შეხვედრის შემდეგ გაკეთდა."ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა:"4 წლის წინ სიმონსმა საქართველოს ოთხი პრობლემა დაასახელა: შიდა დემოკრატია, ჯარის მშენებლობა, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა, თუმცა ის ახლა ამ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს არ პასუხობს".
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა "შეხვედრაზე ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. გავიხსენე ასევე რუსეთში ის ახლადმიღებული კანონი, რომელიც რუსეთს ნებას რთავს, დაიცვას მისი ინტერესები მის საზღვრებს გარეთ. სიმონსს ვთხოვეთ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა ყოველივე ამის პრევენცია მოხდეს. ეს ჩვენთვის უსაფრთხოების პრობლემაა".პარტია “თავისუფლების” წევრი სანდრო ბრეგაძე შეხვედრაზე მინიტორინგის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც განახორციელებს მინიტორინგს საქართველოს ხელისუფლების მიერ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. სანდრო ბრეგაძემ ინიციატივაზე დიპლომატიური პასუხი მიიღო.აღნიშნული წინადადება განიხილება და შესაბამისად კონკრეტული გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული-აღნიშნა მან.
თავად რობერტ სიმონსი აცხადებს:"ალიანსისთვის უმთავრესი ასპექტია, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნატოში ინტეგრაციის კუთხით აღებულ ვალდებულებებს,ნატოს აქვს ამბიცია, რომ საქართველო მისი წევრი გახდეს მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა გვქონდეს საქართველოში არსებულ ყველა ჯგუფებთან,მათ შორის ოპოზიციის ლიდერებთან.ჩვენი ვიზიტის მიზანია შევიქმნათ პირველადი წარმოდგენა ეროვნულ პროგრამაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვისაუბრეთ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და განვიხილეთ ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები. ნატო მიესალმება ალიანსში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორიც საქართველო და უკრაინაა”.

რობერტ სიმონსი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს.

ჟესტური ენა



კინოთეატრ ”ქოლგაში” რამდენიმე წლის წინ გაიმართა პირველი, ქართული, ჟესტური ფილმის პრემიერა.
ფილმის ჩვენებას საქართველოს ყრუ-მუნჯთა ასოციაციის წარმომადგენლები და უნარშეზღუდული ადამიანები დაესწრნენ. რა თქმა უნდა ჟესტურ ენაზე თარგმნილ, რეზო ჩხეიძის ”ჯარისკაცის მამა” იყო პირველი და იდეაში მოიაზრებოდა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ერთჯერადი პროექტი.
უმცირესობის ინტერესები, ხშირად გათვალისწინებული არაა და არა ერთი მიზეზის გამო ეს პროექტი არ გაგრძელდა.
საერთოდ კი ამ კუთხით უამრავი პრობლემაა(ისევე, როგორც ყველგან) და მეტი ინფორმაციის მოძიება ბევრ კითხვას თავისთავად გასცემს პასუხს.

The Death of Canadian Journalism

ჟურნალისტების ენა

Wednesday, October 7, 2009

ჟურნალისტების ენა




ჩართავ ტელევიზორს და მოისმენ:”კახეთს თავს დაესხა ძლიერი სეტყვა”,ბეჭდურ მედიაში ამოიკითხავთ უამრავ ორთოგრაფიულ შეცდომებს.რადიოში ეს პრობლემა ცოტა ნაკლებადაა,თუმცა არც აქ გვაქვს სრული სიმშვიდის საფუძველი.
ძალიან გაუმართავ წინადადებებს აწყობენ რადიოს წამყვანები,ამას წლებია ვაკვირდები და უამრავი უხეში შეცდომა მომხვედრია ყურში. საერთოდ ძალიან დიდი მნიოშვნელობა აქვს,როგორ წერს და მეტყველებს ჟურნალისტი.
კონკრეტულად გაზეთებსა და ჟურნალებში, არა მარტო სტილისტური და ორთოგრაფიული შეცდომებია,ხშირად გამოყენებულია ჟარგონები და უცენზურო სიტყვები მინიშნებებით.
ხშირად უხეშად ირღვევა რესპოდენტის უფლებები.საერთოდ ვსაუბრობთ ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე,ტუმცა პრობლემა არა არის ცალმხრივი.არ შეიძლება იმისთვის, რომ წერო, წერო სხვისი უსაფუძვლო შეურაცხყოფა, ან შეთხზა ის არარეალური ამბავი, რაც გაზეთს კარგად გაგაყიდინებს.გამაღიზიანებელია,”სენსაციური”და”სკანდალური”სათაურები.
ეს მართლა ძალიან დიდი პრობლემაა ამის აღმოფხვრაზე ფიქრი ჩვენი ყოველდღიური მოვალეობაა.

ჩაშლილი აუქციონი


24 აგვისტოს”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის”ლიდერის, ნინო ბურჯანაძის კუთვნილ წყნეთის აგარაკს ყადაღა დაედო,ხოლო 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ მისი გაყიდვის ნებართვა მიიღო(გაზეთი”კომერსანტი”).სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების საწყის ფასად 11 494 249 ლარი გამოცხადდა.ქონება იუსტიციის სამინისტროს,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა(”ბაბაჯანა.ქომ”).
7 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრში, აგარაკის აუქციონი დღის 12 საათზე უნდა დაწყებულიყო.თუმცა აგარაკს შეძენის მსურველი არ გამოუჩნდა და მასზე ხელახალი აუქციონი ნახევარ ფასად გამოცხადდა.თუ მომდევნო 14 დღის განმავლობაში ქონებას მფლობელი არ გამოუჩნდა, მას ავტომატურად სახელმწიფო განკარგავს.
2008,8 მაისის პრეზიდენტის განკარგულებით,უძრავი ქონება(საერთო ფართი(31 696კვ/მ) ბურჯანაძემ სიმბოლურ ფასად-1ლარად შეიძინა.ასეთი საჩუქარი მან ”საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიიღო(სააგენტო”პირველი”).
”ფაქტ.ჯი”,”ფაქტნიუსი”,”ჯორჯია თუდეი”,ტელეკომპანიები:”აჭარა”და ”პირველი არხი” მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციით შემოიფარგლა.მაყურებელმა უფრო ვრცლად ეს”ინფორმაცია”იმედისა”და ”რუსთავი-2-ის”საინფორმაციო სამსახურებისგან შეიტყო.ორივე არხმა აქცენტები სხვადასხვა მიმართულებით დასვა.”რუსთავი-2-ის”სიუჟეტის ავტორმა აქცენტი ნინო ბურჯანაძის კომენტარზე გააკეთა,სადაც აღნიშნა,რომ ”ბიბისის”22 წუთიან, პოპულარულ თოქ-შოუ ”ჰარდ თოქში ”წამყვანმა საქარათველოს პრეზიდენტს არა ერთხელ უწოდა დიქტატორი.ჟურნალისტმა ინფორმაცია გადაამოწმა,თუმცა რელობა ისეთი არ აღმოჩნდა,როგორც ოპოზიციის ლიდერმა გაახმოვანა.იმედზე გასულ სიუჟეტში კი-მთავარი დრო აღწერილი, წვრილმანი საოჯახო ნივთებისა და ავეჯის ჩამონათვალს დაეთმო,მაგალითად:1396 ლარად იყო შეფასებული ბილიარდის მაგიდა,2415,28 ლარად”არისტონის”მაცივარი,1031,20-ტორშერი,2267,40-ტელეფონის მაგიდა,486-3 ცალი სურათის ჩარჩო...აქვე აღნიშნა რომ ეს ყოველივე სახელმწიფო ქონებიდან იყო შეძენილი.

მერიის პროექტები

თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა კორპუსის ბუნკერები და სანაცვლოდ, ნაგვის ურნები კორპუსებთან ახლოს განეთავსებინა.
ამ გადაწყვეტილებას, როგორც აღმოჩნდა, ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მომხრეების აზრი საყოველთაოდ უკვე გაშუქდა, თუმცა არავინ საუბრობს და ახმოვანებს საწინააღმდეგო აზრს. გარშემო კი უამრავი ადამიანია,რომელსაც ამ გადაწყვეტილების ალტერნატიულით ჩანაცვლებას ითხოვს.

Tuesday, October 6, 2009

ქრთამის აღებ-მიცემობა



კუდი-ს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ფოთის პორტის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბესიკ ჯოჯუა დააკავა.
კორუფციული გარიგების საფუძველი გახდა ფოთის პორტის მიერ, ოთხი თვის წინ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა ნავსადგურთან მისასვლელი რკინიგხის ხაზების რეაბილიტაციას. ”იმისთვის, რომ აღნიშნულ საწარმოს ტენდერში მოეპოვებინა გამარჯვება და ფოთის პორტს მასთან გაეფორმებინა მაღალ ფასიანი კერძოდ,284 000 ლარიანი ხელშეკრულება,შ.პ.ს.”ევროპული სერვის ცენტრის ”(საწარმოს დასახელება შეცდომით დაბეჭდა ”მედიანიუსმა”"(european space")დამფუძნებლები,გიული კვარაცხელია და ბეჟან მოლაშხია კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ ფოთის პორტის შესყიდვების სამსახურის უფროსთან და ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 39 000 ლარი გადაუხადეს”-ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.ეს ტექსტი თითქმის ყველა საინფორმაციო მედია საშუალებამ(”ჯეოტოპნიუსი”,”ექსპრესნიუსი”,”ფაქტნიუსი”,”მედიანიუსი”,”ჯორჯია თუდეი”) უცვლელად გადმოიტანა.მხოლოდ ”ჯი ეიჩ ენი” იყო გამონაკლისი,რომელმაც აღნიშნა,რომ შსს-ს განცხადების ციტირებას ახდენდა.სრულიად იდენტური ინფორმაციის შემცველი იყო ტელეკომპანიების ”იმედისა” და ”პირველი არხის” სიუჟეტები.განსხვავებით, ”რუსთავი 2-ისგან,”სადაც ამბავი უფრო ვრცლად იყო გადმოცემული.სიუჟეტში ითქვა, რომ საქმე 338(ქრთამის აღება) და 339(ქრთამის მიცემა) მუხლების საფუძველზე აღიძრა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბესიკ ჯოჯუას 11, ხოლო გიული კვარაცხელიასა და ბეჟან მოლაშხიას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ჟურნალისტმა გაგვაცნო სტატისტიკა,რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში,მსგავსი დანაშაულისთვის, 64 ადამიანია ნასამართლევი.აღსანიშნავია, რომ ამ თემას საერთოდ არ გამოეხმაურა ”აჭარის” ტელევიზია.

Monday, October 5, 2009

რატომ დაედო განათლებას ფასი?




თემა რომლიც მინდა შემდეგ განვავრცო, არა მარტო აქტუალურია არამედ პრობლემურიც და საინტერესო სტატიის დაწერის შემთხვევაში, სათანადო გამოეხმაურება მოჰყვება ამ საკითხს. სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა გაძვირდა. ამ თემას სხვადასხვა უნივერსიტეტი არა იდენტურად გამოეხმაურა. საინტერესოა, აღიჭურვა თუ არა უნივერსიტეტები ახალი ტექნოლოგიებით, გაიზრდება თუ არა სტუდენტებისთვის სტიპენდიები, იგეგმება თუ არა გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ, გაუმჯობესდა თუ არა სასწავლო პირობები, რა ახალი რეფორმები გატარდა და ზოგადად რა სიახლეებია, განათლების სფეროში.