Tuesday, October 6, 2009

ქრთამის აღებ-მიცემობა



კუდი-ს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ფოთის პორტის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბესიკ ჯოჯუა დააკავა.
კორუფციული გარიგების საფუძველი გახდა ფოთის პორტის მიერ, ოთხი თვის წინ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა ნავსადგურთან მისასვლელი რკინიგხის ხაზების რეაბილიტაციას. ”იმისთვის, რომ აღნიშნულ საწარმოს ტენდერში მოეპოვებინა გამარჯვება და ფოთის პორტს მასთან გაეფორმებინა მაღალ ფასიანი კერძოდ,284 000 ლარიანი ხელშეკრულება,შ.პ.ს.”ევროპული სერვის ცენტრის ”(საწარმოს დასახელება შეცდომით დაბეჭდა ”მედიანიუსმა”"(european space")დამფუძნებლები,გიული კვარაცხელია და ბეჟან მოლაშხია კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ ფოთის პორტის შესყიდვების სამსახურის უფროსთან და ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 39 000 ლარი გადაუხადეს”-ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.ეს ტექსტი თითქმის ყველა საინფორმაციო მედია საშუალებამ(”ჯეოტოპნიუსი”,”ექსპრესნიუსი”,”ფაქტნიუსი”,”მედიანიუსი”,”ჯორჯია თუდეი”) უცვლელად გადმოიტანა.მხოლოდ ”ჯი ეიჩ ენი” იყო გამონაკლისი,რომელმაც აღნიშნა,რომ შსს-ს განცხადების ციტირებას ახდენდა.სრულიად იდენტური ინფორმაციის შემცველი იყო ტელეკომპანიების ”იმედისა” და ”პირველი არხის” სიუჟეტები.განსხვავებით, ”რუსთავი 2-ისგან,”სადაც ამბავი უფრო ვრცლად იყო გადმოცემული.სიუჟეტში ითქვა, რომ საქმე 338(ქრთამის აღება) და 339(ქრთამის მიცემა) მუხლების საფუძველზე აღიძრა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბესიკ ჯოჯუას 11, ხოლო გიული კვარაცხელიასა და ბეჟან მოლაშხიას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ჟურნალისტმა გაგვაცნო სტატისტიკა,რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში,მსგავსი დანაშაულისთვის, 64 ადამიანია ნასამართლევი.აღსანიშნავია, რომ ამ თემას საერთოდ არ გამოეხმაურა ”აჭარის” ტელევიზია.

No comments: