Thursday, December 24, 2009


სად გროვდება ხურდაში დაუბრუნებელი ერთ და ორთეთრიანები?

ლოგიკურია, რომ 99 არ უდრის 100. დამტკიცებულია, რომ დაუმრგვალებელი ფასები მომხმარებელს პროდუქციის შეძენისაკენ უბიძგებს. ასეთ შემთხვევებში, თუკი მყიდველს, საქონლის შესაძენად გადახდილი თანხიდან არ დაუბრუნებენ კუთვნილ ხურდას, თითოეული მომხმარებლისათვის ხურდაში გაუცემელმა ერთ და ორთეთრიანმა, შესაძლოა ჯამში სოლიდური თანხა შეადგინოს.
”ავერსის” აფთიაქის მედიკამენტების ფასების 67% , ხოლო PSP-ს - 53% დაუმრგვალებელია. აუდიტორული კომპანიის შპს ”პროფესიონალის” დირექტორის გიორგი კამლაძის განცხადებით: ”ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დაუმრგვალებელი ფასებით ფირმა იღებს სოლიდურ დამატებით შემოსავალს. თუმცა კონკრეტული ციფრის განსაზღვრა შეუძლებელია. საგადასახადო კანონების შესაბამისად, ეს აუცილებლად უნდა აღირიცხოს ბუღალტრულად, როგორს დამატებითი შემოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონდარღვევაა და ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს.”

საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის კახა ბარაბაძის თქმით, ” სავაჭრო და მომსახურების ობიექტები ვალდებულები არიან თვითონ - დამოუკიდებლად უზრუნველყონ თავიანთი ობიექტები ყველა ნომინალის ფულის ნიშნებით, რათა არ ქონდეს ადგილი ხურდა ფულის (მათ შორის 1 და 2 თეთრიანი მონეტების) დაუბრუნებლობის ფაქტებს”.
მიუხედავად ამისა, მომხმარებელი ყოველდღიურად ხვდება ამ პრობლემას.
მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების ღირებულება დაუმრგვალებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ და ორთეთრიან მონეტებს ფარმაცევტები ხურდაში არ აბრუნებენ, მომხმარებელი ზარალდება. სალარო აპარატიდან ამობეჭდილ ქვითარზე კი, მითითებულია შეძენილი პროდუქტის ღირებულება და არა ის, რაც მომხმარებელმა გადაიხადა.
კითხვაზე დაუბრუნებიათ თუ არა ხურდაში ერთთეთრიანი და რა რეაქცია გქონიათ მომხმარებელმა თამარ სურმავამ უპასუხა: ”არასოდეს, თუმცა იყო ასეთი აფთიაქი ”კრისტალი”(რომელიც დაიხურა და მისი ქსელიც არსად მინახავს) და იქ მქონდა შემთხვევა. გამეცინა, ავიღე და ისე ვინახავ.”

იგივე კითხვაზე, კონკრეტულად ”ავერსის”, ”PSP-სა”და “GPC-ს” შემთხვევაში თუ დაუბრუნებიათ, სალომე წიქარიშვილმა უპასუხა: ”ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება.”
ფარმაცევტული კომპანია PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია ხაბეიშვილმა განაცხადა: ”ჩვენ ვცდილობთ აფთიაქებში გვქონდეს ერთ და ორთეთრიანები, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კლიენტების გაღიზიანებას იწვევს.”
რამდენად ღიზიანდება მომხმარებელი, ან შეურაცხყოფად იღებს თუ არა ერთეთრიანის ხურდაში მიღებას მარი ჯუღელი ამბობს. ”მქონია ერთადერთი შემთხვევა ავლაბარში, ნამდვილად არ გავღიზიანებულვარ და არც შეურაცხყოფად მიმიღია, თუმცა ძალიან გამიკვირდა. ასეთი რამ ხშირად არ ხდება.”
საინტერესოა, რატომ არ არის პროდუქციის ღირებულება თავიდანვე დამრგვალებული, თუ რეალიზაციისას მაინც მრგვალდება?
დიდი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი(დროის უქონლობის გამო) აღმოჩნდა იმის დადგენა, აღირიცხება თუ არა ეს თანხა სადმე ფარმაცევტული კომპანიების მიერ. ფარმაცევტული კომპანია ”PSP_ს” პიარ სამსახურმა ვერ შეძლო ჩემი დაკავშირება ბუღალტრებთან და ფინანსურ დირექტორებთან და საბოლოოდ მეილზე გაგზავნილ შეკითხვებზე მომივიდა პასუხი:”გააკეთეთ სტატია ჩვენი კომპანიის გარეშე. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.” ავერსის” პიარ-მენეჯერი ნინო თოდუა, სანამ ჩემს შეკითხვებს გაიგებდა ტელეფონს მაინც პასუხობდა, მერე კი გამომიცხადა, რომ ჩემთან შეხვედრას პაატა კურტანიძე ახლო მომავალში ვერ შეძლებს, მოუცლელობის გამო. მე ვთხოვე, რომ ნებისმიერი დრო მისაღები, იქნებოდა ჩემთვის, თუმცა არც ამაზე მიმიღია დადებითი პასუხი და ამით დასრულდა ჩვენი სატელეფონო საუბარი. ამის შემდეგ ტელეფონსაც არავინ პასუხობს.

ფაქტი კი ერთია, რომ ერთ და ორთეთრიანები მიმოქცევაში არის რეალიზაციაში კი არა. ამას კახა ბარაბაძის განცხადებაც ადასტურებს: ”ეროვნული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეკონომიკის მოთხოვნა ყველა ნომინალის (მათ შორის 1 და 2 თეთრიანი) ფულის ნიშნებით. ერთ და ორ თეთრიანი მონეტების მიღებაზე უარის თქმით, ან მათი დაუბრუნებლობით ირღვევა საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესები და ილახება მომხმარებელთა უფლებები. აღნიშნულზე რეაგირებას კი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153', 158' და 239-ე მუხლები.”
საქართველოში ზოგადად, ფასის რეგულირების კანონი ან რამე მექანიზმი არ არსებობს. ”ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის” ექსპერტის თინა ტურძილაძის თქმით, ” წამლებზე ფასწარმოქმნის ქართული პრინციპის საფუძვლიანი ანალიზი, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ე.წ. “ქართული ფასწარმოქმნის სტრუქტურა” მახინჯია (“ეკოპალიტრა”).

”თიბისი” ბანკის გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის დავით კენჭაძის განცხადებით: “ დაუმრგვალებელი ფასი მარკეტინგულ პრაქტიკაში მიღებული სვლაა, ეს სვლა არის მიმართული კლიენტები მოსაზიდად, (ქუჩიდან მაღაზიაში შემოსაყვანად) უფრო მეტად ის გამოიყენება იმისათვის, რომ კლიენტმა მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქციის შეძენის თაობაზე. დაუმრგვალებელ ფასებს ადამიანის ფსიქოლოგია აღიქვამს ისე ვითომ ის უფრო იაფია ან ფასდაკლებულია.”
ფაქტია, რომ ხურდა მომხმარებლის ჯიბეში არ ბრუნდება და ”კლიენტების გაღიზიანებით” ფარმაცევტული კომპანიები დიდ სარგებლობას ნახულობენ.

Monday, November 2, 2009

“ანტიჟურნალისტიკა ანუ ქრონიკული ალიაქოთი”


                      
ამ სათაურით დაიბეჭდა ბროშურა, რომელიც დევანდელი, ე.წ. მეოთხე ხელისუფლების მხილებასა და მანკიერი მხარეების გამოაშკარავებას ეძღვნება.

ბროშურას წინასიტყვაობად ილია ჭავჭავაძის მოსაზრება აქვს წამძღვარებული: ”იმ გაზეთს, რომელსაც აქვს თვისის ღირსების ცნობა, თვისი პატივისცემა და თვისი კეთილშობილური თავმოწონება, იგივე ღირსებით, იმავე პატივისცემით უნდა მოექცეს ყოველს კერძო პირს და ყოველს საზოგადოებას.”

”ქართუ ჯგუფის” მიერ შეგროვებული ყველა მასალა, სხვადასხვა დროს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. რას ემსახურებოდა გაზეთების, ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია ბიძინა ივანიშვილისა მისამართით, ამის დასადგენად ”ქართუ ჟგუფმა” ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ თამამი ბრალდებებს აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვს.
ბროშურის პირველ თავში მოკლედ არის საუბარი, იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რომელსაც გაზეთ ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ხელმძღვანელობა და ზოგიერთი ჟურნალისტი ეწევა. განმარტებულია ის სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ”ქართუ ჯგუფი” ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს:
1.      დაშანტაჟებისა და ”მხილების” მცდელობები
2.    დაუფარავი მინიშნებები - გადაიხადეთ ფული
3.    რეკეტის მსხვერპლთა აღიარებები
            დეტალურადაა აღწერილი, როგორ ცდილობდნენ ჟურნალსტები ბიძინა ივანიშვილის საქმიანი რეპუტაციის შელახვასა და პიროვნული თვისებების დაკნინებას.

            სიზუსტისთვის მოყვანილია ციტატები, ამონარიდები გაზეთებიდან. აქვეა აღნიშნული, რომ ”ქართუ ჯგუფი” არ აპირებს რაიმეს მტკიცებას უარგუმენტებოდ... ასეთი რმ ჩვენთვის მიუღებელია. ეს ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ხელწერაა და მას კატეგორიულად ვემიჯნებით.”


            ”ქართუ ჯგუფი” ღიად საუბრობს იმ ფაქტზე, რომ ბადრი პატარკაციშვილი რეგულარულად აფინანსებს ”ალია-ჰოლდინგს” და ამით ყიდულობს სიმშვიდეს. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას ”ქართუ ჯგუფი”  კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს (”ჩვენ დაგვიკავშირდნენ პიროვნებები, რომლებიც ადასტურებენ”...). თავის მხრივ კი ”ალიას” ”მედიის პროფესიული სტანდარტების” დარღვევაში ადანაშაულებს. ღიად ამხელს მანკიერი მეთოდების გამოყენებაში შემდეგი ქვესათაურებით:
1.      მუქარა და აგრესია
2.      სათაურებით მანიპულირება: რაც სათაურშია - ტექსტში არ არის
3.      ტერმინოლოგია და წყაროები
4.      ხელოვნურად შექმნილი ქაოსი, ანუ ეშმაკი ფეხს მოიტეხს
5.      ჩემი შენ გითხარიო
6.      წინააღმდეგობრივი პარალელები
თითოეულში ძალიან საინტერესოდაა შეჯერებული, გაზეთიდან მოყვანილი ციტატები და ”ქართუ ჯგუფის” არგუმენტირებული პასუხები.

ბროშურაში დაბეჭდილია ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის განცხადება სახელწოდებით ”გვეკამათეთ არგუმენტებით და არა - აბსტრაქტულად”.
გამოქვეყნებულია ქართული მედიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებების ნეგატიური კომენტარები ბიძინა ივანიშვილისა და ”ქართუ ჯგუფის” მისამართით.
მე-7 თავის სახელწოდებაა ”ვამხელთ ”ალია-ჰოლდინგს!” ამ თავში მოყვანილია 4 კონკრეტული ფაქტის დეტალური განხილვა.
დანართის სახით დაბეჭდილია, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რათა მკითხველმა თავად გააკეთოს ობიექტური დასკვნები.

ბროშურა თბილისში, 2008 წელს გამოიცა და სულ 140 გვერდს მოიცავს. მასში ანონსის სახით წერია, რომ შეგროვებული კომპრომატები არასრულადაა წარმოდგენილი, რის გამოც კიდევ დაიბეჭდება ბროშურის ახალი ვარიანტი სახელწოდებით: ”ალია” და ”კვირის ქრონიკა” - სიცრუის მანქანის ფლაგმანი”.

”დედას გეფიცებიზე” გაცემული სესხები

          ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსესხებლებს გაუჭირდათ ბანკიდან აღებული კრედიტების დაფარვა. ”კრედიტ ინფოს” მონაცემებით, მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, ვადაგადაცილებული და დაუბრუნებელი სესხების რაოდენობა 156’393-ია, რაც საერთო რაოდენობის 28%-ს შეადგენს.http://www.creditinfo.ge/news_ge.html#ancor6



ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, ბანკების მხრიდან უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ. ერთი შეხედვით ამაში ალოგიკური და უკანონო არაფერია. ვინაიდან თუ გირავნობის ხელშეკრულება კანონიერია(კანონის დაცვითაა შედგენილი) და მსესხებელი გადახდისუუნაროა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის  დაუბრუნებლობის შემთხვევეში, ბანკს აქვს მისი ქონების განკარგვის უფლება.  სულ სხვა სიტუაციაა მოძრავ ქონებასთან მიმართებაში(სასაქონლო მარაგები, საოჯახო ტექნიკა, ავტომობილი და სხვა). ვინაიდან, ზოგ შემთხვევაში დამგირავებელს არ აქვს მათი უფლებრივი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  შესაბამისად,  საინტერესოა ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობას მსესხებელსა და გამსესხებელს  შორის. სესხის გაცემის პროცედურებს საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს. ამ უკანასკნელს  თითოეული ბანკი  ინდივიდულალურად განსაზღვრავს(ზოგადი პრინციპები და ნორმატივები მოცემულია კანონში ”კომერციული ბანკების შესახებ”)http://nbg.gov.ge/uploads/legalacts/nbg1.4.3lawactivitiesofcombanks.pdf.     ზოგადად კი პროცედურა შემდეგი ეტაპებისაგან შედგება: სასესხო განაცხადის მიღება, მსესხებლის ფინანსური და ქონებრივი ინფორმაციის მოძიება, განაცხადის გატანა-დამტკიცება საკრედიტო კომიტეტზე, სასესხო და საგირავნო-იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმება და სესხის გაცემა.
აუცილებელია გირავნობის ხელშეკრულებას თან ერთვოდეს გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა - განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის გ პუნქტში (”კანონი რეგისტრირებული გირავნობის შესახებ”).
კითხვაზე რამდენად აუცილებელია ქონების დეტალური აღწერა გირავნობის ხელშეკრულებაში ”თი-ბი-სი” ბანკის საკრედიტო ექსპერტმა ილონა მიქაიამ გვპასუხა: ”დოკუმენტაციას, რა თქმა უნდა, ვითხოვთ ეს არის პირველადი და აუცილებელი”  ჩვენს რეალობაში კი არსებობს ისეთი ფაქტები, რომელიც ამ კანონს ეწინააღმდეგება. მაგალითად,  ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ხელშეკრულებაში (”საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ”) მე-3-ე პუნქტში (კრედიტის უზრუნველყოფა) მითითებულია: ”მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად მსესხებელი აგირავებს შემდეგ ქონებას: უზრუნველყოფის საგანი და მესაკუთრე: ---------_ის საოჯახო ნივთები: ტელევიზორი-”სამსუნგი”, მაცივარი-”ელჯი”, დივიდი, მუსიკ. ცენტრი, პერსონალური კომპიუტერი, მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებლის გარნიტური, სამზარეულოს გარნიტური”.  ქონების ჩამონათვალი რეალურად მსესხებელის საკუთრებაში არ არის. ის, რომ მსესხებელი არაკეთისინდისიერი აღმოჩნდა და მან არარსებული საოჯახო ტექნიკა და აქსესუარები მიუთითა გირავნობის ხელშეკრულებაში, საქმის ერთი მხარეა. თუმცა, მეორე მხრივ, იბადება შეკითხვა: რატომ არ დარწმუნდა კრედიტ ოფიცერი აღნიშნული გირავნობის ობიექტები ნამდვილად იყო თუ არა მსესხებლის საკუთრებაში? ფიზიკური პირი ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, პირადი ქონებით არის პასუხისმგებელი.  აღნიშნული ხელშეკრულება დღემდე დავის საგანია. საქმე საარბიტრაჟო სამსახურს გადაეცა. თუ რამდენად აქვს ბანკს მსგავსი გირავნობის ხელშეკრულებით მსესხებელს მოთხოვოს ან ჩამოართვას გირავნობის ობიექტები, არბიტრი გიორგი დინგაშვილი ამბობს: ”მოთხოვნის უფლება ბანკს ყოველთვის აქვს, მაგრამ გარანტია ეს უკვე მეორე საკითხია. ჩვენ გავცემთ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მსესხებელს ევალება საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების შესრულება. აქ არბიტრაჟის კომპეტენცია წყდება და ბანკმა თავად უნდა აამუშაოს თანხის ამოღების მექანიზმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260/1 მუხლში წერია, რომდაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე, მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.” როგორც დღეს მსესხებელი ამბობს, მას არ აქვს პირადი აქტივები და სესხის გადახდას ვერანაირად ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს ბანკმა?
კომპეტენტური აზრის მისაღებად მივმართეთ  ”საქართველოს ბანკების ასოციაციის” პრეზიდენტის მოადგილეს - გოგიტა ცუცქირიძეს. მისი თქმით,”თუ არ აქვს არანაირი აქტივი და სასამართლომ  ცნო გადახდისუუნაროდ, ეს არის დაკარგული სესხი და ბანკმა უნდა ჩამოწეროს თავის მოგებიდან.” ზემოთ ხსენებული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ კრედიტ ოფიცერის დაუდევრობაზე, რადგან მსესხებლის განცხადებით მას ადგილზე არ აღუწერია გირავნობის ობიექტები. ხელშეკრულება შედგა ზეპირი გასაუბრებით. კრედიტ ოფიცერმა ისე წარადგინა განაცხადი საკრედიტო კომიტეტზე, რომ სესხი დამტკიცდა. ამას შედეგი ადასტურებს. გოგიტა ცუცქირიძე თეორიულ დაშვებას აკეთებს, საერთოდ კი ასეთ შემთხვევებს რეალობაში გამორიცხავს: ”ცალკეული კრიმინალისტური შემთხვევები კრიმინალისტებს მივანოთ. თუ ვიღაც ოფიცერმა ეგეთი მახინაცია ჩაიდინა, ეს არის წმინდა კრიმინალი, რომელიც გამოსაძიებელია. ერთეულ შემთხვევებს ვერსად ვერ გამორიცხავ, მაგრამ ის, რომ ეს არის ტენდენცია პრინციპულად და კატეგორიულად გამორიცხულია.”  იმის საპასუხოდ რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები, გასული წლის მონაცემებით შპს ”შალვა ქურდაძე და კომპანია”- მუდმივმოქმედი არბიტრაჟის  წევრის განცხადებით, ასეთი თვეში 3-4 საქმე შედის. ზოგადად კი არავინ უარყობს პრობლემური სესხების ზრდის ტენდენციას(http://nbg.gov.ge/index.php?m=404).  ვადაგადაცილებული სესხების უმეტესობა მიკრო, ექსპრეს და სამომხმარებლო სესხებია. გამოიკვეთა, რომ დარღვევები არც თუ ისე იშვიათია და ამის მიზეზი  ხშირ შემთხვევაში მსესხებლის არაკეთილსინდისიერებასთან ერთად, ბანკის მხრიდან არასათანადოდ შედგენილი ხელშეკრულებებია. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სესხის გაცემისას ბანკები აქცენტს აკეთებენ რაოდენობაზე და არა ხარისხზე. შედეგი კი დაუბრუნებელი სესხებია.

Sunday, October 25, 2009

”თბილისური ავანგარდი”


საქართველოს ეროვნული მუზეუმი ძმებ კირილე და ილია ზდანევიჩების შემოქმედებას მასპინძლობს.

გამოფენა 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.აქ წარმოდგენილი 50-ამდე ნამუშევარი
”კლუბ ილიაზადის” პრეზიდენტ, ფრანსუა მერესა და
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში იყო დაცული.


დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს: ილია ზდანევიჩის შავი მუშამბის ყდიანი დღიური, რომელშიც აღწერილია ნიკო ფიროსმანის აღმოჩენის ისტორია (ძმები ზდანევიჩები ფიროსმანის ნამუშევრების პირველი კოლექციონერები იყვნენ); შანელის სახლისთვის შექმნილი ესკიზები. ექვთიმე თაყაიშვილის წერილი მიწერილი ილიასადმი.


აქვე წარმოდგენილია კირილე ზდანევიჩის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ნამუშევართა ნაწილი აქამდე არასოდეს ყოფილა საქართველოში წარმოდგენილი.

აქვე იხილავთ ზდანევიჩების ოჯახურ ფოტოებსა და მათ საცხოვრებელს (ზდანევიჩები ცხოვრობდნენ აგურის შესახვევი #13, რომელიც მოგვიანებით ბაქრაძის #13 გადაკეთდა).

აღსანიშნავია, რომ პოლონური წარმოშობის ძმებს ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ  გენიალურ მხატვარ პაბლო პიკასოსთან.

ცნობილია,რომ ერთერთ პარიზულ ატელიეში გამოფენილი კირილე ზდანევიჩის სურათი პიკასომ შეაფასა კედელზე მინაწერით: ”5+ პიკასო”.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი.

ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ

















აქ გავიზარდეთ”- ასე ქვია იმ გამოფენას, რომელიც 23 ოქტომბერს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა.
ორგანიზატორებმა გამოფენა საგანგებოდ გალერიის 40 წლის იუბილეს დაამთხვიეს.

გამოფენის ორგანიზატორის მარინა თაბორიძის განცხადებით: ”ფონდებიდან ამოვარჩიეთ 100 ადამიანი, რომლებიც დღეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები არიან”.
რუსუდან ფეტვიაშვილი, თამარ კვესიტაძე, ნუცა კუხიანიძე ნინო კოვზირიძე (ნინი ქეი), ლაშა ბუღაძე, აკა მორჩილაძე, თათა ვარდანაშვილი, ნუცა შანშიაშვილი, რატი დურგლიშვილი - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ გალერიის ხატვის ჯგუფებში სწავლობდნენ.

გამოფენილი იყო ამ ადამიანების ბავშვობის ნახატი და ბავშვობის ფოტო. ასევე წარმოდგენილი იყო ამ ადამიანების შემოქმედება.
საგამოფენო დარბაზში მონიტორზე ტრიალებდა მოწვეული სტუმრების ბავშვობის ნახატები.
”ჩემი მიზანი იყო ასე ერთად შემეკრიბეთ და გამეხსენებინა თქვენი ბავშვობა”- განაცხადა გალერიის დირექტორმა ლია გორგაძემ.

ბავშვობის ნახატების ხილვამ, რამდენიმე საათით ყველა მართლაც ბავშვობაში დაბრუნდა. კითხვაზე , თუ როგორ ახსენდება გალერეაში გატარებული პერიოდი, სკოლის ფორმაში ჩაცმულმა თათა ვარდანაშვილმა გვიპასუხა:”ეს იყო ყველაზე საინტერესო და ბედნიერი ხანა ჩემი ცხოვრებისა. ჩემს დღევანდელ განწყობას კი ჩემი ჩაცმულობა ავლენს.”
საღამომ სასიამოვნო მუსიკის ფონზე, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

Thursday, October 22, 2009

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული თბილისში

 







თბილისში იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დაიწყო, რომელის ფარგლებში, ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა იგეგმება.


კვირეულში წარმოდგენილი იქნება: სპირო შიმონეს მძაფრი ირონიით გაჟღენთილი ნაწარმოებები: ”დღესასწაული” და ”კონვერტი”. აქვე შეუძლია მაყურებელს იხილოს, დრამატურგისა და მსახიობის, ფაუსტო პარავიდინოს პიესა - ”ორი ძმა - 53 დღიანი ტრაგედია ოთახისთვის” , მწერალ ჯონათან ლევის - ”სხეულთა ვარდნა” და ფაუსტო პარავიდინოს პიესა ”ნატურმორტი თხრილში”. სპექტაკლები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე იქნება წარმოდგენილი, იტალიურ და ქართულ ენაზე.
იტალიის საელჩოს კულტურის ატაშემ - როზალია კორადომ განაცხადა: ”ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ერთობლივი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით წელს, რადგან ეს არის წინაპირობა სამომავლო პროექტისა, რის ფარგლებშიც იგეგმება ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა.
დღეს წარმოდგენილი იყო, სპირო შიმონეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ”კონვერტი”, რომლიც მკვეთრად პოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებია. ის ინდივიდსა და ძალაუფლებას შორის კავშირზე გვიამბობს. რეჟისორი გიორგი ხარებავას თქმით, რეჟისორებს სულ რაღაც 2-3 კვირა ქონდა იმისათვის, რომ სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარედგინათ: ” არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა სულაც არ იყო ისეთი რთული, როგორც წარმომედგინა. პირიქით ძალიან საინტერესოც კია”-განაცხადა მან.
სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელს მარჩელა ბანიონს, აქამდე მხოლოდ სკოლის თეატრში უთამაშია,თუმცა როგორც თავად აღნიშნა:” მართლაც ძალიან სახალისო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა და რაც მთავარია როლები მოვარგეთ ჩვენს პიროვნებებს”. კითხვაზე აპირებს თუ არა მსახიობობას, პასუხობს, რომ უკვე ძალიან გვინია მისთვის პროფესიის შეცვლა, მაგრამ ასეთ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.


ფესტივალი 25 ოქტომბერს დენის რაბალიას ფილმით ”მარჩელო მარჩელო” დაიხურება. კინოჩვენება იტალიურ ენაზე იქნება (ქართული სუბტიტრებით). ვისაც იტალიური ხელოვნება და შემოქმედება უყვარს, ეს კვირა ნამდვილად მათთვისაა.

Tuesday, October 20, 2009

"3 ტენორი”-”იავნანას” მორიგი საქველმოქმედო კონცერტი




20 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა”, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს. ცნობილ ქართველ ტენორ, ბადრი მაისურაძესთან ერთად, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები-მარკო ბერტი და პიერო ჯულიაჩი, მსოფლიოში აღიარებული პროექტით-“3 ტენორი” წარსდგებიან.

2008 წლის 13 აგვისტოდან ფონდი “იავნანა”, თავის მხარდამჭერებთან ერთად, რეგულარულად ეხმარება აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებსა და 123 დაობლებულ ბავშვს .სასწავლო დაწესებულებებში დროებით დაბინავებულ დაზარალებულ ოჯახებს ამარაგებს საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით. მართავს კონცერტებს ბავშვებისათვის, რომლებშიც მონაწილეობდნენ-მედეა ჩახავა, კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე, რეზო ჩხიკვიშვილი, ლევან უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი, გურამ საღარაძე, ეკა მამალაძე და ა.შ.

აქციასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პაატა ბურჭულაძემ იმ საქველმოქმედო პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობას მარკო ბერეტი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებული იტალიელი ტენორი და პიერო ჯულიაჩი, ნიუ-იორკის პუჩინის ფონდის კონკურსის ლაურეატი და ბადრი მაისურაძე მიღებენ.

"ქართველი მაყურებლისათვის შესრულდება ცნობილი და საყვარელი არიები, რომლებშიც იტალიელებს ვერავინ შეედრება”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მარკო ბერტის თქმით: “მე და პაატა ძალიან ახლო მეგობრები ვართ, დიდი ხანია თვალ-ყურს ვადევნებ ფონდის საქმიანობას, ასეთი საქველმოქმედო აქციები სხვა ქვეყნებშიც იმართება. ჩვენთვის არ არსებობს არც საზღვრები და არც პოლიტიკა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ეს შესანიშნავი კონცერტები მივუძღვნათ ბავშვებს, რომელთაც დახმარება ჭირდებათ.” პიერო ჯულიაჩიმ გულღიად ისაუბრა ჟურნალისტებთან იმის შესახებ, თუ როგორ მოინახულა ოჯახით სიმსივნით დაავადებული ბავშვები იტალიაში და გადასცა მათ საჩუქრები. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა აზრის არის პაატა ბურჭულაძე სხვა ალტერნატიული ფონდების შექმნაზე, ადრესატმა უპასუხა: “არაფერია იმაზე სასიხარულო თუ შეიქმნება ბევრი კარგი ფონდი, რომელიც დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, ჩვენ პირიქით, დავეხმარებით და გზას ვუჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოიპოვონ მათ ხალხის ნდობა და სიყვარული.”

"ამ კონცერტიდან მაყურებელი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს და მინდა ვთქვა, როგორც ტენორმა ტენორზე, ჩვენი სტუმრები მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან.”-განაცხადა ბადრი მაისურაძემ.

2008 წლის სექტემბერში პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა მოსკოვში დაგეგმილი საიუბილეო სოლო-კონცერტის გამართვაზე, ნაცვლად ამისა მან თბილისის სპორტის სასახლეში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აქცია გამართა. ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის “რექვიემს” გამოჩენილი ვარსკვლავები ასრულებდნენ. აქციის შედეგად გრძელვადიანი, ყოველთვიური დახმარება დაენიშნათ ომის დროს დაობლებულ 123 ბავშვს, 4 ოჯახის საჩუქრად გადასცეს საკუთარი სახლი და 7 წლის დიტო რაზმაძე, რომელმაც გორის დაბომბვის დროს დაკარგა ფეხმძიმე დედა და მამა, ფონდ “იავნანას” შვილობილი გახდა.

20 ოქტომბრის აქციით შემოსული თანხა აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მოხმარდება. ამჯერად 7 შვილის დედა, ლალი ლოხიშვილი დასაჩუქრდება ბინით. კონცერტი ტელემარათონის ფორმით წარიმართება ტელეკომპანია “მზე”-ზე და “I სტერეო”-ზე. აქციაში მონაწილეობა ტელემაყურებელსაც შეეძლება, ნომერი 30-30 ქველმოქმედების მსურველი ყველა ადამიანისათვის ჩართული იქნება. პაატა ბურჭულაძემ მადლობა მოახსენა ჟურნალისტებს მხარდაჭერისათვის და განუცხადა: “ მე ყველგან, მთელ საქართველოსთან მაქვს ერთი გზავნილი-"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.”

Friday, October 9, 2009

Thursday, October 8, 2009

რა შემთხვევაში არღვევს ბანკი კანონს?


ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსესხებლებს გაუჭირდათ ბანკიდან აღებული კრედიტების დაფარვა, რამაც გამოიწვია ურთიერთობის უკიდურესი დაძაბვა. ბოლო დროს ხშირად ისმის ინფორმაცია უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ. ლოგიკურია, რომ ბანკს ჭირდება შემოსავალი და შესაბამისად კრედიტ ოფიცრებს ავალდებულებენ ე.წ. ”გეგმის’’ შესრულებას(კრედიტ ოფიცერის კომენტერი- ”იძულებულია აქცენტი გააკეთოს შემოსავალზე”). იმისთვის, რომ კრედიტ ოფიცერმა ბანკს მოუტანოს მეტი შემოსავალი,თან რაც შეიძლება მოკლე ვადებში, სესხისთვის უზრუნველსაყოფ დაგირავებული ქონების, აღწერას პროცედურების დარღვევით ახდენს(ძირითადად მიკრო სესხების შემთხვევაში), კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით(აქ ჩაისმება ციტატა--”კანონი საჯარო რეესტრის უძრავი და მოძრავი ონებაძე რეგისტრაციის შესახებ კანონი”)რა შემთხვევაშიც სესხის გაცემის რისკის დონე მაღლა იწევს. კანონით უნდა შედგეს აქტი, სადაც დეტალურად უნდა აღიწეროს სასაქონლო მატერიალური მარაგი, რომელზეც აუცილებლობის შემთხვევაში ბანკს ექნება მისი განკარგვის უფლება, თუმცა ამას აქვს ცივილური ფორმა(ამას წყვეტს სასამართლო არბიტრი)კომენტარზე უარი განაცხადა. დაუშვებელია ის ფაქტი, რომელიც ჩვენს რეალობაში გვხვდება(სახლში შევარდნა და მუქარა) აქ ჩაისმება კრედიტ ოფიცერის კომენტარი.იმ შემთხვევებში თუ ვალი ბანკს არ უბრუნდება(რიგი მიზეზების გამო) დაემუქრა მისვლით და ქონების ჩამორთმევით თუმცა ვერაფერი წაიღო - კლიენტის კომენტარი) .
,სწორედ აქ ვხვდებით მთავარ პრობლემას,მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში გაუთვითცნობიერებულია საკუთარ უფლებებში(რაც ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში წერია) მასზე კრედიტ ოფიცერი ახდენს ზეწოლას (მიდის მსესხებელთან და თანხის სანაცვლოდ მსესხებელს ემუქრება). ამის რეალური ფაქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და ეს კანონდარღვევაა.

რობერტ სიმონსისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა





robert-simonsi.jpg
სასტუმრო ”ქორთიად მარიოტში” ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებას შეეხო. (”ტელეკომპანია აჭარა”). შეხვედრამდე ედპ-ს თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ნატოსა და დასავლეთისკენ ორიენტაცია, მანამ რუსეთის მხრიდან იარსებებს პროვოკაციების საფრთხე, ვინაიდან რუსეთს არ უნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დეფიციტის გარდა ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის ბარიერი რუსეთის აგრესიაა, აღნიშნული ბარიერი საქართველომ დასავლელი მეგობრების დახმარებით უნდა გადალახოს, ვინაიდან ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია (“ფაქტნიუსი”).
შეხვედრას 17 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო(”რუსთავი-2”). არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ეწრებოდა: “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, “კონსერვატორი” კახა კუკავა, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ეკა ბესელია, “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, (სააგენტო”პირველის” მონაცემებით კი სიმონსი მოგვიანებით პირადად შეხვდა მას),მოძრაობა “თავისუფლების” წევრი სანდრო ბრეგაძე, “ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი კაკო ასათიანი, პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წევრი ზურაბ ტყემალაძე, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, ხოლო საპარლამენტოდან: “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი, ბაღათურია (”მაინიუს.ჯი’’).შეხვედრას არ დასწრებია:ალიანსი საქართველოსთვის , ახლები და რესპუბლიკელები.ხანგრძლივი დისკუსია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. განცხადებები შეხვედრის შემდეგ გაკეთდა."ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა:"4 წლის წინ სიმონსმა საქართველოს ოთხი პრობლემა დაასახელა: შიდა დემოკრატია, ჯარის მშენებლობა, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა, თუმცა ის ახლა ამ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს არ პასუხობს".
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა "შეხვედრაზე ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. გავიხსენე ასევე რუსეთში ის ახლადმიღებული კანონი, რომელიც რუსეთს ნებას რთავს, დაიცვას მისი ინტერესები მის საზღვრებს გარეთ. სიმონსს ვთხოვეთ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა ყოველივე ამის პრევენცია მოხდეს. ეს ჩვენთვის უსაფრთხოების პრობლემაა".პარტია “თავისუფლების” წევრი სანდრო ბრეგაძე შეხვედრაზე მინიტორინგის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც განახორციელებს მინიტორინგს საქართველოს ხელისუფლების მიერ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. სანდრო ბრეგაძემ ინიციატივაზე დიპლომატიური პასუხი მიიღო.აღნიშნული წინადადება განიხილება და შესაბამისად კონკრეტული გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული-აღნიშნა მან.
თავად რობერტ სიმონსი აცხადებს:"ალიანსისთვის უმთავრესი ასპექტია, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნატოში ინტეგრაციის კუთხით აღებულ ვალდებულებებს,ნატოს აქვს ამბიცია, რომ საქართველო მისი წევრი გახდეს მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა გვქონდეს საქართველოში არსებულ ყველა ჯგუფებთან,მათ შორის ოპოზიციის ლიდერებთან.ჩვენი ვიზიტის მიზანია შევიქმნათ პირველადი წარმოდგენა ეროვნულ პროგრამაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვისაუბრეთ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და განვიხილეთ ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები. ნატო მიესალმება ალიანსში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორიც საქართველო და უკრაინაა”.

რობერტ სიმონსი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს.

ჟესტური ენა



კინოთეატრ ”ქოლგაში” რამდენიმე წლის წინ გაიმართა პირველი, ქართული, ჟესტური ფილმის პრემიერა.
ფილმის ჩვენებას საქართველოს ყრუ-მუნჯთა ასოციაციის წარმომადგენლები და უნარშეზღუდული ადამიანები დაესწრნენ. რა თქმა უნდა ჟესტურ ენაზე თარგმნილ, რეზო ჩხეიძის ”ჯარისკაცის მამა” იყო პირველი და იდეაში მოიაზრებოდა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო ერთჯერადი პროექტი.
უმცირესობის ინტერესები, ხშირად გათვალისწინებული არაა და არა ერთი მიზეზის გამო ეს პროექტი არ გაგრძელდა.
საერთოდ კი ამ კუთხით უამრავი პრობლემაა(ისევე, როგორც ყველგან) და მეტი ინფორმაციის მოძიება ბევრ კითხვას თავისთავად გასცემს პასუხს.

The Death of Canadian Journalism

ჟურნალისტების ენა